კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება

კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება

 

კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება

10-11-2023
კომუნიკაციების კომისიის ეგიდით, მედიაწიგნიერების კონკურსი - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჩატარდება


სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელშიც მონაწილეობა ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

კომუნიკაციების კომისია, რომელსაც 2018  წლიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია ეკისრება, კონკურსის ჩატარებით მიზნად ისახავს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას სკოლის მოსწავლეებში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში.

კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში გავრცელებული აქამდე დაუდასტურებელი ყალბი ინფორმაცია და შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს კი კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებით დააჯილდოებს. გარდა ამისა, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.

გარდა ამისა, 13 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრას, რათა მათ კონკურსში მონაწილეობის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად გააცნონ.

საინფორმაციო შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო დაინტერესებულ სტუდენტებს წინასწარ ეცნობებათ.

 


სიახლეებში დაბრუნება