სტუ-ის მეცნიერმა უკაშხალო ჰესი და მის ბაზაზე ელექტროენერგიის გენერაციის კომბინირებული სისტემა შექმნა

28-03-2024
სტუ-ის მეცნიერმა უკაშხალო ჰესი და მის ბაზაზე ელექტროენერგიის გენერაციის კომბინირებული სისტემა შექმნა
„ახალი უკაშხლო ჰიდროელექტროსადგური და მის ბაზაზე გამოსამუშავებელი ელექტროენერგიის კომბინირებული სისტემა“ - ამ სათაურით გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ სტუ-ის  მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის,  საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას  ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მეცნიერი მის ახალ გამოგონებაზე საუბრობს.

როგორც გოგი კვარაცხელია ინტერვიუში აღნიშნავს, მისი ახალი  გამოგონება,  ენერგეტიკის დარგს განეკუთვნება.  

მისივე თქმით, გამოგონება განახლებადი ენერგიის წყაროებს შეეხება  და განკუთვნილია ელექტროენერგიის გენერაციისათვის მდინარეებში თავისუფლად მომდენი წყლის ნაკადებიდან, ან წყლის, ქარის და მზის ენერგიებიდან ელექტროენერგიის კომბინირებულად გამოსამუშავებლად.

ცნობილია, რომ  გოგი კვარაცხელია წლების განმავლობაში მუშაობს ახალი ტიპის საფრენ აპარატებზე, თუმცა ყოველთვის მუდმივი დენის ენერგიაზე იყო ორიენტირებული და საფრენი აპარატების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, სწორედ მუდმივი დენის ენერგია მიაჩნდა.  მეცნიერი  ახალ გამოგონებაზე  ვრცლად საუბრობს  გაზეთ  „საქართველოს რესპუბლიკის“  15 მარტის ნომერში.

იხილეთ სტატია

სიახლეებში დაბრუნება