საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მიულოცა.
„უკვე დიპლომირებულ კურსდამთავრებულებს გილოცავთ სწავლის დასრულებას. პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგით სკოლის დასრულების შემდეგ, როცა არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა თქვენ ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლება მოგცათ, რომელსაც ეკონომიკის, ევროპისმცოდნეობის, არქეოლოგიის, თეოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით გამოიყენებთ.
კურსდამთავრებულთა შორის, ასევე, არიან, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტები, რომელთა მიერ შექმნილი ობიექტური ინფორმაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა დეკანმა.
2023-2024 სასწავლო წელს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 153-მა სტუდენტმა დაასრულა.