თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობთ და ხართ სტატუსშეჩერებული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტი, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით გაეცნოთ 2024/2025 სასწავლო წლისთვის მოქმედ ინსტრუქციას:
სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება
2024/2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, სტატუსშეჩერებულმა ან/და აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებმა სტატუსის აღდგენის ან/და დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების მიზნით, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელზე. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 სექტემბერი.
თუ თქვენ ხართ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტატუსშეჩერებული ან/და აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტი, განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 სექტემბერი.
აკადემიური დავალიანება
თუ თქვენი აკადემიური დავალიანება ბაკალავრიატში აღემატება 120 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურაში – 60 კრედიტს, დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების თაობაზე, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის რექტორს შიდა მობილობის ვადებში.
ფინანსური დავალიანება
თუ გაქვთ ფინანსური დავალიანება, გთხოვთ, განცხადებასთან ერთად წარმოადგინოთ ფინანსური დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი.