ქობულეთში “ზაფხულის უნივერსიადა 2024 ქვიშის ფრენბურთში" მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ.
საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში სტუ-ის სახელით მაკა დემეტრაშვილი, ანასტასია წერეთელი, პეტრე ლობჟანიძე და ზურაბ მუკბანიანი მონაწილეობენ. სტუ-ის წარმომადგენელი ირაკლი გიორხელიძე და სტუდენტები აჭარაში გუშინ გაემგზავრნენ. ისინი სტუ-ის სპორტის განყოფილების უფროსმა, არჩილ იოსელიანმა გააცილა.
პროექტის მიზანია საუნივერსიტეტო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობისა და სპორტული ცხოვრების გააქტიურება, საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.