საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, ცურვაში ლიუბლიანას თასის ღია გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.
ლიუბლიანას თასის ღია გათამაშება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა: აბსოლუტური - 2005 წელს დაბადებული და უფროსები, 2006-2007 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები, 2008-2009 წწ. დაბადებული გოგონები და ბიჭები, 2010-2011 წწ. დაბადებული ბიჭები და გოგონები.
თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიის საკლუბო გუნდები და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების ის წევრები, რომლებიც ვარჯიშობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუზზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ - ტონუსიs“ მოცურავეებმა 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ესენი არიან: მამუკა შენგელია (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); მიხეილ სერედინსკი (2 ოქრო) ; სანდრო ქვილორია (3 ოქრო, 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის „fina“-ს 3 დისტანციაზე მოპოვებული ქულების ჯამში მოიპოვა სლოვენიის თასი); აკაკი მღებრიშვილი (2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო); გიორგი უგრეხელიძე (2 ვერცხლი); ალექსანდრე ჯიქიძე (1 ოქრო 1 ვერცხლი 1 ბრინჯაო) და სალი შერბაევა (2 ვერცხლი).