სტუ - ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის საგაზაფხულო სესიისთვის მსმენელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
სესიები უფასოა და მასზე დასწრება შეუძლია, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეს.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 25 მარტამდე, სარეგისტრაციო ბმული
საშუალო სკოლების მიერ, სესიაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფური სარეგისტრაციო თხოვნა უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: m.mikelashvili@gtu.ge
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს იმ მნიშვნელოვანი უნარებს უმუშავებს, რაც პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარებათ.
ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული თაობის ჩამოყალიბებას; თითოეულ მოზარდს დაეხმაროს, შექმნას საკუთარი წარმატების ისტორია.
ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
საგაზაფხულო სესია 30 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით ჩატარდება. ექვსკვირიანი ტრენინგები შაბათობით გაიმართება და ყოველი ტრენინგი 2 აკადემიური საათის განმავლობაში გაგრძელდება.