„აღიარებულ პიანისტს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატს, მათ შორის ალაბამის, ცინცინატისა და პალმ ბიჩის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების გამარჯვებულს, ცნობილს მრავალი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში შთამბეჭდავი გამოსვლებით, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ვაჩნაძეს, ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე უმაღლესი სამუსიკო სკოლის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორად არჩევას.
ბატონო გიორგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, გისურვებთ წარმატებით დაგეძლიოთ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა. დარწმუნებული ვართ, თქვენი რექტორობის პერიოდში, სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა თაობებს არაერთი საინტერესო პერსპექტივა და ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობები გაეხსნებათ, გახდებიან თანამედროვეობის აღიარებული, მეტიც, ლეგენდარული მუსიკოსები, მომღერლები, შემსრულებლები, რომლებიც შორს გაიტანენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს სახელს.“