საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში - სტუ) საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 06 მაისის გადაწყვეტილების (ოქმის რეკვიზიტები: #2; 06.05.2025) შესაბამისად, სტუ-ის ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნა 2025 წლის 28 მაისს.
კანდიდატთა სამოქმედო გეგმის მოსმენა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში გაიმართება 2025 წლის 27 მაისს.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2025 წლის 14 მაისს და მიმდინარეობს 2025 წლის 21 მაისის ჩათვლით.
სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კონკურსანტმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ე) სამოქმედო გეგმა;
საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, მის: კოსტავას ქ. #77, მე-8 სართული, ოთახი #815ა. საბუთების მიიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-დან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00 საათი).