საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა და არდადეგები დაიწყო!
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს ფერად, სიხარულითა და სიახლეებით აღსავსე დასვენების დღეებს უსურვებს და 22 თებერვალს სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის - Music Art House - ახალი თაობის კონცერტზე იწვევს.
დასაწყისი: 17:00
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას #77 | სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი | მე-3 სართული | ივანე ჯავახიშვილის დიდი დარბაზი.
საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, რომლის მუსიკალური პროდიუსერია სტუ-ის თანამშრომელი გიორგი ქურასბედიანი, უკვე ერთი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.
Music Art House-ი 22 თებერვლის კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:
· გოგონათა Voice Band-ი - Stars Wings: ლიზა კარიჭაშვილი, გვანცა გიგაშვილი, მარიამ ნოსელიძე, ანა არმეგონაშვილი;
· პიანისტი - საბა ბასიაშვილი;
· მუსიკალური ჯგუფი - „მარე“: ლევან ზუზაძე, საბა ბასიაშვილი, დავით კიკნაძე, ალექსანდრე თურმანიძე, ნინო ქიბროწაშვილი, გიორგი დობაძიშვილი, ელენე ფარტენაძე.