აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა

16-10-2023
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  სტუ-ის რექტორს  60 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძე. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს, სასიქადულო მამულიშვილს, დავით გურგენიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავთ დაბადების 60 წლის იუბილეს. სურვილები ნამდვილად დიდია, რადგან იგი გამოირჩევა ცხოვრებით, რომელიც ქვეყნის სამსახურს, ინოვაციურ კვლევებს და მუდმივად მომავალ თაობაზე ფიქრს მოიაზრებს. ბატონი დავითი აღსავსეა სიკეთის კეთების უდიდესი ნიჭით...

90-იან წლებში, როცა ქართულ-აფახაზურმა კონფლიქტმა უდიდესი დანაკარგი და ფსიქოლოგიური ტრამვა მოუტანა ადამიანებს, როცა პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, როცა რუსული პოლიტიკური ძალები აშკარა ზეწოლას ახდენდნენ იმ ქართველებზე, რომლებიც დევნილების მიმართ არაერთ საქველმოქმედო დახმარებას გასცემდნენ, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, პოლიტიკური დევნის, რეპრესიების, დავით გურგენიძე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, დიდ თანადგომას უწევდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დევნილობაში იმყოფებოდნენ და საჭიროებდნენ პერმანენტულ დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.

 ზოგადად, ომი ყველაზე სასატიკი რამ არის, რაც კაცობრიობამ მრავალგზის გადაიტანა და უამრავი მსხვერპლიც გაიღო. ცხოვრება ომია, რომელიც აყალიბებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, თვითშეგნებას, მსოფლმხედველობას... დავით გურგენიძისთვისაც ასეა,  სამოცი წელი არც ისე ბევრი დროა იმ დამსახურების, შრომის, ავტორიტეტის მოსაპოვებლად რაც მან, ამ დროის მანძილზე შეძლო.

დავით გურგენიძისთვის მრავლფეროვნება, სიახლეებისკენ უდიდესი მისწრაფება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ყველაზე აქტუალური და მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატულებაა.

ახლაც დიდი ინტერესითაა ჩართული ყველა იმ საკითხში, რაც ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებაზე ზრუნვას ეხება. ეს გამოიხატება, საქმიანი ურთიერთობებით.

 ბატონ დავითს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაბადების დღეს. მის მიერ ღირსეულად განვლილი გზებით და გამოცდილებით მოტივირებულები ვართ, რომ უნივერსიტეტის და ჩვენი სამინისტროების ურთიერთობა კიდევ უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გახდეს. რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მივცეთ საშუალება დაკავდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებით და აჰყვეს მის გულის ცემას. ეს კი, საბოლოო ჯამში იმ მიზანს გაამართლებს, რისკენ სწრაფვაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის გამორჩეულად ნოვატორ რექტორს აქვს - სამომოვალოდ, ქვეყანას განვითარებული, განათლებული, ეროდირებული, ჯანსაღად მოაზროვნე, ჯანმრთელი თაობა მართავდეს“  - ამონარიდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის  მილოცვის ტექსტიდან.



სიახლეებში დაბრუნება