სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში („შრომები“ N 3(537) 2025) სტატიების მიღება დაიწყო.
კრებულში სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა. სტატიების მიღება 15 აპრილს დასრულდება. 30 სექტემბერს, კრებულის PDF ვერსია
საიტზე აიტვირთება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შრომათა კრებულის
ვებგვერდზე, გაეცანით ინფორმაციას (ავტორთა საყურადღებოდ) ან დაგვიკავშირდეთ: T 2388632, T 70-50.
კრებული არის ყოველკვარტალური, მულტიდისციპლინური, რეფერირებადი, რეცენზირებადი გამოცემა. მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის „ივერიელის” მონაცემთა ბაზაში.
აგრეთვე რეფერირდება პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები და რეფერატები აგროკულტურის შესახებ ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში - UN FAO AGRIS. შრომების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია მონაცემთა ბაზაში - საქართველოს პუბლიკაციები.
2023 წლიდან სტუ-ის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალი „შრომები“ ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Non Commercial 4.0 International-ით (CC BY-NC 4.0.) 2024 წლის მარტიდან კრებულს მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალების ინდექსი და განთავსებულია მათ ბაზაში Eurasian Scientific Journal Index.
2024 წლის აგვისტოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი „შრომები“ საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებად ბაზაში - International Scientific Indexing (
ISI) დარეგისტრირდა - მიენიჭა impact Factor,
(ISI)-ის მიხედვით impact Factor 3,792 ნიშნულით განისაზღვრა.