სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას

 

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას

16-10-2023
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, ნია გალეგაშვილმა და თამარ ბახტაძემ, კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და ქალაქ მიუნხენში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის ნინო ახობაძის თქმით, ფაკულტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს კომპანია HIPP-თან. 2017 წლიდან, წელიწადში ორჯერ ტარდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გადიან პრაქტიკას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურსს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. მიმდინარე პროექტი ეხება ბავარიის ერთ-ერთ უძველეს მონასტრში საკონფერენციო დარბაზის აღდგენას. ჩვენი სტუდენტები დარბაზის კედლებზე განსათავსებელ ნახატებს შექმნიან. ეს იქნება დიდი ზომის ნახატები, რომელშიც დაცული იქნება აქ არსებული და უკვე დაზიანებული, ბავარიის სხვადასხვა მმართველის ფრესკების სტილი. საკონკურსო დავალების მიხედვით, კონკურსანტებს არსებული ნახატის რედიზაინი უნდა გაეკეთებინათ. კონკურსზე ძალიან კარგი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გამორჩეული იყო ბაკალავრიატის სტუდენტის, თამუნა ბახტაძის და მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის ნახატები. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები მუდმივად იქნება გამოფენილი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, - აცხადებს ნინო ახობაძე.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის იყო კიდევ ერთი შანსი საერთაშორისო არენაზე წარმოეჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი.

„ყოველთვის გამორჩეულად ვიყავი დაინტერესებული დიზაინის სფეროთი. მიყვარს სიახლეები, ინოვაციები, ამ სფეროს დიდი შესაძლებობები და პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი, რომელზეც შევაჩერე არჩევანი ბევრს მომცემს და დიდ წვლილს შეიტანს ჩემს განვითარებაში. ცოდნას, რომელსაც აქ მივიღებ, აუცილებლად გამომადგება პრაქტიკულ საქმიანობაში. მინდა გითხრათ, რომ კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, კონკურსში მონაწილეობა ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა განვითარებისთვის, ძალების მოსასინჯად. კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილება, სადაც დავალება იყო შემდეგნაირი: უნდა მოგვეძია ინფორმაცია ბავარიის მმართველის შესახებ და მისი მმართველობიდან გამომდინარე, გაგვეკეთებინა მისი პორტრეტის რედიზაინი. მე წარვადგინე ალბერტ მეხუთეს პორტრეტის რედიზაინი, რომელიც შინაარსობრივად დავტვირთე, ნახატი შევასრულე ტილო/აკრილში, რაც ჟიურის მოეწონა და გავიმარჯვე. მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ამ ეტაპზე არ გაუმართლა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის გამარჯვებულები საინტერესო ნამუშევრებს შევქმნით“, - აცხადებს ნია გალეგაშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება