სტუდენტების საველე ექსპედიცია ქვემო ქართლის მთიან რეგიონში

სტუდენტების საველე ექსპედიცია ქვემო ქართლის მთიან რეგიონში

 

სტუდენტების საველე ექსპედიცია ქვემო ქართლის მთიან რეგიონში

12-11-2024
სტუდენტების საველე ექსპედიცია ქვემო ქართლის მთიან რეგიონში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ქვემო ქართლის მთიან რეგიონში საველე ექსპედიცია განახორციელეს. 

მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საველე პრაქტიკის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, მე-5 საუკუნით დათარიღებულ ბოლნისის სიონს ეწვივნენ. 

2 (8).png

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სტუდენტებს ადგილზე სემინარი ჩაუტარდათ, რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ექსპედიციის არეალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, შემდეგ კი უშუალოდ განეხილათ ისტორიული და არქეოლოგიური ადგილები. 

3 (2).png

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, რეგულარულად აწყობს საველე ექსპედიციებს ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.

საველე პრაქტიკით, რომელიც, ამჯერად, მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ბაკალავრებისთვის იყო განკუთვნილი, ახალგაზრდები შეიძენენ სამუშაო გამოცდილებასა და აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება მთის მდგრადი ტურისტული მიმართულებების განსაზღვრასა და მათ განვითარებაში, არსებული მდგომარეობის შეფასებაში, აქტუალური პროექტების შემუშავებასა და პრეზენტაციების მომზადებაში. მნიშვნელოვანია, რომ ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებულმა სემინარმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არეალის შესახებ და მენტორებთან ერთად ემსჯელათ ქვემო ქართლის მთიანი რეგიონის მუზეუმ-ნაკრძალისა და ისტორიულ-არქეოლოგიური ადგილების შესახებ“, - აღნიშნავს ნოე ხოზრევანიძე.  

სიახლეებში დაბრუნება