წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის პირდად მიმართეთ ბიბლიოთეკარს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ:
წიგნის ელექტრონულად შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.
დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში
თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.
ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:
საბიბლიოთეკო ერთეულის გაცემის და დაბრუნების თარიღის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ დროში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.
მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.
საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვისას აბონენტი ვალდებულია:
ა) აღადგინოს დაკარგული საბიბლიოთეკო ერთეული იდენტური გამოცემით,
ბ) ზარალი აანაზღაუროს თანხით (დაკარგული ერთეულის ღირებულებას ემატება 50 (ორმოცდაათი) ლარი.
საბოლოო ანგარიშსწორება სტუდენტთან ხდება შესაბამისი საფაკულტეტო ფილიალსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასთან შეჯერებით.
მკითხველი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას იღებს წიგნის ფიზიკურად დაზიანების (მინაწერი გვერდებზე, გვერდების ამოხევა) გამო.
წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებისგან.