წიგნის გატანა

წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის შესაძლებელია:

  • პირდად მიმართოთ ბიბლიოთეკარს

თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ

  • ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
  • შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
  • რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • შეუკვეთოთ ელექტრონულად

წიგნის ელექტრონულად შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.

  • სასურველია, წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმატში ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში;
  • შეკვეთის გაკეთებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წიგნისხელმისაწვდომობის შესახებ;

დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

 

ბიბლიოთეკიდან გაიცემა ყველა ის საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ქვემოთ მოცემულ კატეგორიას არ მიეკუთვნება:

 

  • წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
  • რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები)
  • ლექსიკონები
  • ენციკლოპედიები
  • რუკები
  • დისერტაციები

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:

  • მხატვრული ლიტერატურა - ადგილზე სარგებლობისათვის
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში გვაქვს საკმარისი რაოდენობა) - ერთი სემესტრი
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა) - შესაძლებელია დარბაზში სარგებლობა

წიგნის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას წიგნის დაბრუნების ვადის შესახებ. მკითხველი ვალდებულია მითითებულ დროში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.

მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.

ბიბლიოთეკის დარბაზებიდან მკითხველს შეუძლია ერთდროულად გაიტანოს მაქსიმუმ 12 წიგნი.

წიგნით სარგებლობის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ელექტრონულად ან პირდაპირი განაცხადით. გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად.

საბიბლიოთეკო ერთეულის დაკარგვისას, აბონენტი ვალდებულია:

ა) აღადგინოს დაკარგული საბიბლიოთეკო ერთეული იდენტური გამოცემით,

ბ) ზარალი აანაზღაუროს თანხით (დაკარგული ერთეულის ღირებულებას ემატება 50 (ორმოცდაათი) ლარი.

საბოლოო ანგარიშსწორება სტუდენტთან ხდება შესაბამისი საფაკულტეტო ფილიალსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასთან შეჯერებით.

მკითხველი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას იღებს წიგნის ფიზიკურად დაზიანების (მინაწერი გვერდებზე, გვერდების ამოხევა) გამო.

წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებისგან.


The website is in test mode

Close

To view the old website click here