Google Scholar-ი ასრულებს მსოფლიო მასშტაბით არა მხოლოდ ონლაინ დოკუმენტების ძიებას, არამედ ბიბლიოთეკების კატალოგებში აღნუსხულ გამოცემებზე.
„სამეცნიერო“ ძიების შედეგების გენერაცია ხდება სრული ტექსტური ჟურნალების სტატიებში, ტექნიკურ ანგარიშებში, პრეპრინტებში, დისერტაციებში, წიგნებში სხვა დოკუმენტებში და ვებ-გვერდებზე, რომლებიც „სამეცნიერო“ კატეგორიას მიეკუთვნება განთავსებული მინიშნებების (სხვა დოკუმენტებზე ბმულებით) გამოყენებით.
ძიების შედეგს Google Scholar აჩვენებს ბიბლიოგრაფიული აღწერის ფორმით სტატიების ბმულების დართვით. Google Scholar ითვლის ავტორის ციტირების სხვადასხვა ინდექსს მის ბაზაში ჩართული ინფორმაციის გამოყენებით.
Google Scholar ციტირების ინდექსების აპარატის კორექტული მუშაობისთვის ავტორმა უნდა შექმნას პერსონალური პროფილი.