რუსულენოვანი პროგრამები

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტრანსპორტის ინჟინერიის ბაკალავრი

მიმართულება - საინჟინრო

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა

უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული. 

სწავლები ენა - რუსული.

პროგრამის მიზანია - მოამზადოს ტრანსპორტის სფეროს ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების (საავტომობილო, სარკინიგზო) ხარვეზების დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობისათვის;

შესძინოს კურსდამთავრებულს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნების, რემონტისა და მომსახურების სამუშაოების, დადგენილი პროცედურებისა და მითითებების შესაბამისად, წარმართვის უნარები შრომის, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით;

ქვეყანაში ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუქმნას კურსდამთავრებულს მყარი საფუძველი სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.