„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP)
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, 2022 წელს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა სასწავლო ტურით ამერიკის შეერთებულ შტატებში. სასწავლო ტურის ფარგლებში, განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული 36 ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, კვლევით ცენტრებსა და ტექნოლოგიური ტრანსფერისა სფეროში ფუნქციონირებად სხვა ორგანიზაციებში. მოხდა წარმატებული გამოცდილებების შესწავლა ტექნოლოგიური ტრანსფერის და კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით.
ამავე პროგრამის გარგლებში, საპასუხო ვიზიტის სტატუსით, უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლონგ აილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, ბაშკარ დასს, რომელიც სტუ-ში, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოწვევით, 6-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტი მოიცავდა ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კვლევების კომერციალიზაციის შესახებ ტრენინგებს, სემინარებსა და ვორქშოფებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, დამხმარე და აკადემიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სტუ-ის მეცნიერებთან და სტუდენტებთან. ამ ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის პერსონალისთვის, დამატებით ჩატარდა ერთობლივი სემინარი სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ამერიკელი პროფესორის მიერ, თემაზე: „კვლევის დაფინანსება, ტექნოლოგიური ტრანსფერი და კომერციალიზაცია (ძირითადი საკითხები და ინსტრუმენტები)“. აღნიშნულ ღონისძიებებში, მსმენელის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო 600-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program - UCBP) ორგანიზება განახორციელა საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.