აკადემიური განათლება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა კომპლექსური მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით ახდენს დადებით ზეგავლენას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესზე და ამ თვალსაზრისით, თითოეული ღონისძიების ინტერესი ერთიანდება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების აუცილებელი პირობის დაცვასა და მათი განხორციელების პროცესში შესაძლო საუკეთესო ხარისხის მიღწევის ირგვლივ.
1.1 საგანმანათლებლო პროგრამები
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ეფუძნება აკადემიური თავისუფლების პრინციპს და პროცესი წარიმართება აკადემიური სტრუქტურული ერთეულებიდან ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების მიმართულებით.
საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურიდან გამომდინარე, მკაფიოდ არის განსაზღვრული პროგრამის თითოეული შემადგენელის განვითარებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. კერძოდ:
- სასწავლო თემატიკისა და მთლიანად სასწავლო კურსების განვითარება უზრუნველყოფილია შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ფარგლებში გაერთიანებული დარგის სპეციალისტების/აკადემიური პერსონალის მიერ.
- სასწავლო კურსის ავტორის და კურსის განმახორციელებლების მიერ განისაზღვრება კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლის მიზნისა და შედეგის მიღწევისათვის საუკეთესოდ შერჩეული:
- სწავლების თემატიკა
- სასწავლო კრედიტის მოცულობა
- სწავლება/სწავლის მეთოდები
- შეფასების მეთოდები
- საჭირო ლიტერატურა და სხვა რესურსები
- საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაერთიანებული სასწავლო კურსების განვითარების პროცესს ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.
- საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის საქმიანობის ვალიდაციას ადასტურებს შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტ(ებ)ი.
- საგანმანათლებლო პროგრამის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება განიხილება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოს მიერ.
- ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკითხის განხილვისა და დამტკიცების პროცედურები გრძელდება და სრულდება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე.
ყველა ზემოაღნიშნული ეტაპი:
- შინაარსისა და ინტერესების გათვალისწინებით, საუკეთესო შესაძლებლობით ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული პირების (სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, პროფესიული ასოციაციები, პარტნიორი ორგანიზაციები და ა.შ.) მაქსიმალურ ჩართულობას
- ითვალისწინებს სხვადასხვა ხარისხისა და სიმძლავრის გარე შეფასებას.
ყველა ზემოაღნიშნული ეტაპის სათანადო ხარისხით განხორციელების პროცესს, შინაარსობრივი და ფორმალური თვალსაზრისით, შესაბამის სხდომებზე უშუალო თანამონაწილეობით, კონსულტირებით, ვორკშოპებით, ტრენინგებით, საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესით, აკონტროლებს და უზრუნველყოფს ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები.