Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინტიტუტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის ცხადდება მესამედ)
ტულუზის ეროვნული პოლიტექნიკური ინტიტუტი (National Polytechnic Institute of Toulouse - Toulouse INP) (ტულუზა, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, განმეორებით (კონკურსი ცხადდება მესამედ) აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 10 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 აპრილამდე. ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტულუზის ეროვნულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შერჩეულმა კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2025 წლის 2-6 ივნისს ეკოლოგიური და სოციალური ცვლილებების თემაზე დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში (მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა).
მიმართულება: ადმინისტრაციული თანამშრომელი, რომლის საქმიანობა გარკვეულწილად უკავშირდება უნივერსიტეტში მდგრადობასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ აქტივობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.