Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)

ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტი (Fatih Sultan Mehmet Vakıf University - FSMVU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 25 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვლამდე.

ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ფათიჰ სულთან მეჰმედის ფონდის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა. კოორდინატორის მითითებით, ადმინისტრაციული პერსონალისთვის განსაზღვრულია საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლის მობილობა, რომლის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას.

აკადემიური მიმართულება: არქიტექტურა.
მიზნობრივი ჯგუფი ადმინისტრაციული თანამშრომლის შემთხვევაში: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

02/05/2025

სიახლეებში დაბრუნება