2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით რიგით მესამე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხოლო თანამშრომლებისთვის - სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას
უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
კონსულტაციები ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი №219.