ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (
University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2024/2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 2 სტუდენტის ოდენობით.
სემესტრი დაიწყება 2024 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდება 2025 წლის იანვრის ბოლოს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა
სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლ. 350-550 დოლარს თვეში.
დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჰრადეც კრალოვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ
აქ.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში კონკურსის პირობებით გათვალისწინებული სააპლიკაციო განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ვადებში, ელ.ფოსტაზე:
erasmusplus@gtu.ge:
09.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,
12.02.2024 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 14 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 თებერვლამდე.
საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა:
tomas.hercik@uhk.cz