მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამის მიზანია: პროგრამის მიზანია მოამზადოს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრი აგრონომიის სპეციალობით, რომელსაც შეეძლება არსებული ცოდნის გაფართოება, აგრეთვე ინოვაციური მეთოდების შემუშავება და გამოყენება. ეცოდინება მცენარეთა, მათ შორის, მინდვრის კულტურების მოვლა–მოყვანის უახლესი ტექნოლოგიები. პროდუქციის წარმოების ენერგოუსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; აგრარული კულტურების ასორტიმენტის განახლება; არსებული გენოფონდის დაცვა; პროდუქციის გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდებისა და მინდვრის კულტურებისათვის ადაპტირების, კვების, რწყვისა და სხვა რეჟიმების შემუშავება; მცენარეებში ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის ბიოქიმიური მექანიზმების დადგენა მათი ბიოლოგიური პოტენციალის ამაღლების მიზნით.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცხოველეობის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით, კვლევის თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების გამოყენების უნარებით აღჭურვილი და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე ორიენტირებული მკვლევარის მომზადება, რომელიც შეძლებს:
მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამის მიზანია, დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტის, პედაგოგისა და მკვლევარის მომზადება, რომელიც შეძლებს:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგროინჟინერის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია აგროინჟინერიის დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედრო ტექნოლოგიების მცოდნე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტის, პედაგოგისა და მკვლევარის მომზადება, რომელიც შეძლებს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევის შედეგების ფართო გამოყენებით, ეფექტიანი აგროსაინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებას; სასოფლო - სამეურნეო საქმიანობისათვის მელიორაციული ღონისძიებების ეფექტიან გატარებას; მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების დაგეგმვას, ჩატარებასა და გაანალიზებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა - მოყვანის საკითხების გადაწყვეტას და მოსავლიანობის ამაღლებას; წყლის რესურსების ეფექტიან მართვას; სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას და წყლისმიერი ეროზიული პროცესებისა და ღვარცოფული მოვლენების შეფასებას. ბუნებრივი საფრთხეებისაგან სასოფლო - სამეურნეო სავარგულების დაცვას და მასთან დაკავშირებით საჭირო პრობლემატური საკითხების კვლევას და მეცნიერულად შეფასებას; გასაატარებელი ღონისძიებების დასაბუთებას და პრაქტიკაში დანერგვას.
დოქტორანტურის კურსდამთავრებული ორიენტირებულია შრომითი რესურსების ბაზარზე, კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სატყეო საქმის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამის მიზანია: სატყეო დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევარების მომზადება.
შეუქმნას კურსდამთავრებულებს მყარი, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სატყეო სფეროს ეფექტურ მუშაობაში.
კურსდამთავრებულები შეძლებენ: თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები სატყეო სფეროში შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად, სატყეო მეურნეობის მართვას, საქართველოს ტყეებში ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას და მის სრულყოფას. სატყეო სფეროს მდგრად მართვასა და განვითარებას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგრონომიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამის მიზანია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. სტუდენტმა მიიღოს სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნა, განუვითაროს კვლევითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, რომლის გამოყენებით შეეძლება აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში, აითვისოს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიები სურსათის წარმოებაში, დამოუკიდებლად დაგეგმოს და ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები, გადაჭრას საწარმოში პროდუქციის ხარისხთან წარმოშობილი ტექნოლოგიური პრობლემები, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, განსაზღვროს სურსათის წარმოების რისკები, შეაფასოს კვების პროდუქტების ხარისხი და უვნებლობა.