კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი
მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული.
დაფინანსება: არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ
სწავლების ენა - რუსული.
პროგრამის მიზანია:
შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც საშუალება ექნებათ დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, ასევე მმართველობითი სფეროს სხვა რგოლებში.
ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს სტუდენტებს მართვის მეთოდოლოგია, მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევები მმართველობით სფეროში. საშუალება მისცეს მათ მეცნიერ-პედაგოგთა და პრაქტიკოსთა დახმარებითა და კონსულტაციებით ძირფესვიანად გაეცნონ და აითვისონ სხვადასხვა მმართველობითი დონეებისათვის დამახასიათებელი სისტემები, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების, ანალიზის, სტრატეგიული და კალენდარული დაგეგმვის თავისებურებები და ტექნოლოგიები.