ქართულენოვანი პროგრამები

კვალიფიკაცია: არქიტექტურის მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო         

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

დაფინანსება:  გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია მოამზადოს ისეთი პროფესიონალი, რომლის მოღვაწეობის ძირითადი სფერო იქნება არქიტექტურის დარგში პრაქტიკული თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. მას ექნება შესაბამისი ცოდნა და უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არქიტექტურული გარემოს კეთილმოწყობისა და სხვადასხვა დანიშნულების არქიტექტურული ობიექტების დაპროექტების თუ განხორციელების პროცესში.