ქართულენოვანი პროგრამები

აკრედიტებული

პრიორიტეტული  პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ტრანსპორტის ინჟინერიის ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - მოამზადოს ტრანსპორტის სფეროს ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების (საავტომობილო, სარკინიგზო) ხარვეზების დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობისათვის;

შესძინოს კურსდამთავრებულს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნების, რემონტისა და მომსახურების სამუშაოების, დადგენილი პროცედურებისა და მითითებების შესაბამისად, წარმართვის უნარები შრომის, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით;

ქვეყანაში ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუქმნას კურსდამთავრებულს მყარი საფუძველი სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული  განვითარებისთვის.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან  მათემატიკა. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

აკრედიტებული

პრიორიტეტული პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია - ქვეყანაში მრეწველობის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოამზადოს სფეროში არსებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრი:

მიზანი 1. სამრეწველო ტექნოლოგიური პროცესების წარმართვისთვის, შრომის, სიცოცხლისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვით;

მიზანი 2. სამრეწველო საწარმოების დაგეგმვასა და მონიტორინგში მონაწილეობის მიღებისთვის, ინდუსტრიული განვითარების გათვალისწინებით;

მიზანი 3. ტექნოლოგიური პროცესების მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ექსპლუატაციისა და რემონტის სამუშაოების შესრულებისათვის.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი: მათემატიკა ან ქიმია

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

აკრედიტებული

პრიორიტეტული  პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის ბაკალავრი.

პროგრამის მიზანია - საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დარგში ბაკალავრების მომზადება, რომლებიც შესაბამისი ცოდნის და პრაქტიკული უნარის საფუძველზე, განახორციელებენ წარმოების ყველა დარგისათვის სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ცალკეული ნაკეთობების პროექტირებას, წარმოების ტექნოლოგიის განვითარებას, შენარჩუნებას და რემონტს.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან  მათემატიკა.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

კრედიტებული

პრიორიტეტული პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი სასურსათო ტექნოლოგიაში.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - მოამზადოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, ინჟინერიის ბაკალავრი სასურსათო ტექნოლოგიაში, რომელსაც ეცოდინება საკვები პროდუქტების და სასმელების გადამუშავების და შეფუთვის ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა ხარისხის და უვნებლობის ნორმების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებში ცივად შენახვის და დისტრიბუციისას გამოყენებული ტექნოლოგიის შერჩევა, დაპროექტება და ექსპლუტაცია

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე- 3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ან ისტორია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

აკრედიტებული

პრიორიტეტული პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საინჟინრო ლოგისტიკის ბაკალავრი

სწავლების ენა -  ქართული

პროგრამის მიზანია - საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება უსდ-ის და ფაკულტეტის მისიას, მიზნებსა და სტრატეგიას, ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს, ორიენტირებულია „საინჟინრო ლოგისტიკის “ ბაკალავრის მომზადებაზე, რომელიც წვლილს შეიტანს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
მიზანი 1. წარმოებაში ლოგისტიკის ძირითადი პრინციპების დანერგვაში;
მიზანი 2. შიგასაწარმოო სატრანსპორტო პროცესების დაგეგმარებაში;
მიზანი 3. ლოგისტიკური პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში;
მიზანი 4. სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემების დაგეგმარებასა და ოპერირებაში;
მიზანი 5. სასაწყობო სისტემების დაგეგმარებასა და პროექტის მენეჯმენტში;
მიზანი 6. სასაწყობო და სადისტრიბუციო ცენტრების ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების შეგროვებასა და სიტუაციების ანალიზში;
მიზანი 7. ინვესტიციებისა და საოპერაციო დანახარჯების კალკულაციაში;
მიზანი 8. ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

აკრედიტებული

ფასიანი პროგრამა 

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი თეორიული და პრაქტიკული სამეწარმეო ბიზნესის ფართო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტი, რომელიც დარგის თავისებურებების გათვალისწინებით შეძლებს მონაწილეობის მიღებას მეწარმეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების და ინსტიტუციების საქმიანობის, ფუნქციონირების დაგეგმვის, ხელმძღვანელობის, მუშაობის და ოპერირების საკითხებში. სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შეფასებაში, მათი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების მენეჯმენტის განხორციელებასა და ბიზნეს–საქმიანობებში ინოვაციური პროცესების მართვაში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.   

აკრედიტებული

ფასიანი პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

სწავლების ენა - ქართული.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი საავიაციო ინჟინერიაში

პროგრამის მიზანია - შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საავიაციო ინჟინერიის სფეროს განვითარების ტენდენციების შესაბამისად, მოამზადოს საფრენი აპარატების ფრენის თეორიის და აგებულების ფუნდამენტური პრინციპების ფართო ცოდნის მქონე, საფრენი აპარატების დაპროექტების, კონსტრუირების, წარმოებისა და შენარჩუნების პროცესებში თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების, სფეროს განვითარების ტენდენციების, ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების და ეკოლოგიურ მოთხოვნების გათვალისწინებით მონაწილეობის უნარებით აღჭურვილი ინჟინერიის ბაკალავრი საავიაციო ინჟინერიაში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან  მათემატიკა.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.