ინგლისურენოვანი პროგრამები

დიზაინი (ინგლისურენოვანი, აკრედიტებული)

ფასიანი პროგრამა 

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ხელოვნების ბაკალავრი დიზაინში

სწავლების ენა - ინგლისური

პროგრამის მიზანია:

  1. მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენტურობის მქონე პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული დიზაინერი, რომელსაც ექნება: მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, შემოქმედებითი აქტივობა და სივრცული აზროვნება; დიზაინის საფუძვლების, მისი არსის, განვითარების კანონზომიერებების, დაპროექტების ძირითადი პრინციპების და მეთოდების, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
  2. განუვითაროს სტუდენტს საპროექტო გადაწყვეტილების მიღების, დიზაინის დარგში არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კომუნიკაციის, დარგთან დაკავშირებული პრობლემების კრიტიკული ანალიზის და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; ექნება ის ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, რაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან ხელოვნება

უცხო ენა: ინგლისური  

არქიტექტურა (ინგლისურენოვანი, აკრედიტებული)

ფასიანი პროგრამა 

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქიტექტურის ბაკალავრი

სწავლების ენა - ინგლისური

პროგრამის მიზანია:

  1. მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენტურობის მქონე პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული არქიტექტორი, რომელსაც ექნება: მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, შემოქმედებითი აქტივობა და სივრცული აზროვნება; არქიტექტურის საფუძვლების, მისი არსის, განვითარების კანონზომიერებების, დაპროექტების ძირითადი პრინციპების და მეთოდების, თანამედროვე ტექნოლოგიების, არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების, წესების, საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნა;
  2. განუვითაროს სტუდენტს საპროექტო გადაწყვეტილების მიღების, არქიტექტურის დარგში არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარების, ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის, დარგთან დაკავშირებული პრობლემების კრიტიკული ანალიზის და დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; ექნება ის ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები, რაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას არქიტექტურული სერვისების დასაქმების ბაზარზე.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან ხელოვნება

უცხო ენა: ინგლისური