პროგრამისმოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელიკვალიფიკაცია - ტრანსპორტის ინჟინერიის ბაკალავრი
მიმართულება - საინჟინრო
სწავლისსაფასური - 2250 ლარი
პროგრამაზეჩასაბარებელიმე-3სავალდებულოსაგანი: მათემატიკა/ფიზიკა
უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლებისენა - რუსული.
პროგრამის მიზანია - მოამზადოს ტრანსპორტის სფეროს ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების (საავტომობილო, სარკინიგზო) ხარვეზების დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობისათვის;
შესძინოს კურსდამთავრებულს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნების, რემონტისა და მომსახურების სამუშაოების, დადგენილი პროცედურებისა და მითითებების შესაბამისად, წარმართვის უნარები შრომის, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით;
ქვეყანაში ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუქმნას კურსდამთავრებულს მყარი საფუძველი სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.