ფასიანი პროგრამა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
სწავლების ენა - რუსული.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მიზანია:
მიზანი 1: შესძინოს კურსდამთავრებულს საზოგადოებრივი, კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სტრუქტურების აგების, მონტაჟისა და აღჭურვის ძირითადი სამშენებლო ტექნოლოგიების შესრულების ხერხებისა და მეთოდების, საჭირო სამშენებლო მანქანების შერჩევის წესების, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმართვის, სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლის, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების შენარჩუნების ტექნოლოგიების და მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ძირითადი საკითხების ცოდნა.
მიზანი 2: მშენებლობის ინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შესძინოს კურსდამთავრებულებს პრაქტიკული ხასიათის სამშენებლო პროექტების განხორციელების უნარი, გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი მოთხოვნების, გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;
მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სამშენებლო კომპლექსის გამართულ მუშაობაში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა ან მათემატიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.