ქართულენოვანი პროგრამები

პრიორეტიტული პროგრამა. 

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრი

პროგრამის მიზანია:

მიზანი 1: შესძინოს კურსდამთავრებულს საზოგადოებრივი, კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სტრუქტურების აგების, მონტაჟისა და აღჭურვის ძირითადი სამშენებლო ტექნოლოგიების შესრულების ხერხებისა და მეთოდების, საჭირო სამშენებლო მანქანების შერჩევის წესების, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმართვის, სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლის, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების შენარჩუნების ტექნოლოგიების და მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ძირითადი საკითხების ცოდნა.

მიზანი 2: მშენებლობის ინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შესძინოს კურსდამთავრებულებს პრაქტიკული ხასიათის სამშენებლო პროექტების განხორციელების უნარი, გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმსაზღვრელი მოთხოვნების, გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;

 

მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს   სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სამშენებლო კომპლექსის გამართულ მუშაობაში.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან მათემატიკა.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

ფასიანი პროგრამა.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრი.

პროგრამის მიზანია:

მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საგანმანათლებლო პროგრამით მიღებული ცოდნით უპასუხონ დარგის უახლეს გამოწვევებს კომპეტენციის ფარგლებში.

მიზანი 1: მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ფუნდამენტურ საკითხებზე დაყრდნობით, შესძინოს კურსდამთავრებულებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამშენებლო ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპების, ცალკეული სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის და განხორციელების საინჟინრო და მენეჯერული მიდგომების ცოდნა.

მიზანი 2: მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის სფეროს ფართო ცოდნის საფუძველზე, აღჭურვოს კურსდამთავრებულები სამშენებლო ბიზნესის გარემოს აღქმის, ცალკეული სამშენებლო პროცესების წარმოების, სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების ეფექტურად მართვის და დარგის წინაშე მდგარი ეთიკური, სოციალური და სამართლებრივი საკითხების გაცნობიერების უნარებით.

მიზანი 3: შეუქმნას კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის სფეროში სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძვლი.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან მათემატიკა.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორეტიტული პროგრამა. 

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში.

პროგრამის მიზანია:

მიზანი 1: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით იმუშავებენ სამოქალაქო ინჟინერიის შესაბამის პროფესიულ სფეროებში.

მიზანი 2: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტები, ეფექტიანი თანამშრომლები და ინოვატორები, რომლებიც უხელმძღვანელებენ ან მონაწილეობას მიიღებენ სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

მიზანი 3: სამოქალაქო ინჟინერიის  პროგრამის კურსდამთავრებულები გაიაზრებენ უწყვეტი სწავლის აუცილებლობას, რაც საჭიროა სამოქალაქო ინჟინერიის პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისთვის მთელი კარიერის განმავლობაში, და ჩაერთვებიან სიცოცხლის მანძილზე სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში თვითგანათლების, უწყვეტი განათლების ან ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო/სადოქტორო და პროფესიული სწავლების გზით.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

ABET აკრედიტაცია: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ამჟამად გადის ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის — EAC-ის (Engineering Accreditation Commission) მიერ აკრედიტაციის პროცესს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კურსდამთავრებულთა გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.