საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე იწვევს.
ცენტრში უფასო კურსები დაიწყება 15 აპრილიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (შაბათ-კვირის გარდა), 17:00 საათის შემდეგ, თქვენს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ დროს.
კურსებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 აპრილია. რეგისტრაციის გასავლელად, მსურველებმა აუცილებელია, შეავსოთ მოცემული
ფორმა.
სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუდენტებს ასევე არაერთ სხვა უსასყიდლო პროექტს სთავაზობს:
- სასწავლო კურსები ლიეტუვას უნივერსიტეტებში
- სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ლიეტუვას რესპუბლიკაში (სტიპენდიით)
სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაამთავრებენ ბაკალავრიატს და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვას ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, სწავლის პერიოდში, დაენიშნებათ ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.
სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის პროგრამას აფინანსებს ლიეტუვას რესპუბლიკა.