საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მესამე კურსის სტუდენტის, საბა მეტრეველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორსო ურთიერთობათა საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი - გულისხმიერი, ნიჭიერი, გამორჩეულად კომუნიკაბელური და სიკეთით აღსავსე საბა მეტრეველი - ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
სამძიმარს ვუცხადებთ საბა მეტრეველის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს, თანავუგრძნობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენი სტუდენტის სახელს მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.