საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თვითნასწავლი მხატვრის, სტუ-ის კურსდამთავრებულის, ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, 17:00 საათზე, გალერეა „უნივერსში“ გაიხსნება და 16 თებერვლის ჩათვლით გასტანს.
გამოფენის გახსნაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მხატვართა კავშირისა და საქართველოს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები.
პერსონალურ გამოფენაზე გალერეა „უნივერსი“ ელის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და თანამშრომლებს, ასევე, საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
ავთანდილ რეხვიაშვილი საქართველოს მხატვართა კავშირისა და ვეტერანთა კავშირის წევრია. ის ექვსი პერსონალური გამოფენის ავტორია.