საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი უნივერსიტეტებს შორის, ჭადრაკში საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტუ-ის გუნდმა ტურნირში მეორე ადგილი, შესაბამისი თასი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ტურნირი “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველად გაიმართა და მას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუდენტური სპორტული ღონისძიება, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, სადაც საქართველოში ავტორიზებული 12 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვერცხლის პრიზიორ მოჭადრაკეთა გუნდს გამარჯვებას ულოცავს რექტორი, როგორც როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, სტუდენტთა ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვითარდება არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები, არამედ სპორტული სახეობები და მათ შორის ინტელექტუალური სპორტიც.
„ჩვენი მოჭადრაკეთა გუნდის მიერ მოპოვებული თასი და ვერცხლის მედლები დიდი შრომის, დისციპლინის, მშობლიური უნივერსიტეტის სიყვარულისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები კიდევ ბევრჯერ გაახარებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. მადლობას ვუხდი მოჭადრაკეთა გუნდის წევრებსა და მწვრთნელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, ტურნირის - “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველი ადგილის მფლობელი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.