,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” - მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა

,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” - მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა

 

,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” - მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა

30-12-2025
,,გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური”  - მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი, მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს იწვევს. 

მენტორინგი წარმოადგენს პროფესიული მხარდაჭერის სტრუქტურირებულ მექანიზმს, რომლის მიზანია სტუდენტთა აკადემიური და პიროვნული განვითარება შეფასებისა და საგნობრივი სწავლების გარეშე.

ვინ შეიძლება გახდეს მენტორი?

პროგრამა განკუთვნილია:

  • აკადემიური პერსონალისთვის (პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ლექტორები);
  • მოწვეული პედაგოგებისა და დარგის ექსპერტებისთვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისთვის.

მნიშვნელოვანია: მენტორი არ ასრულებს შემფასებლის როლს და არ მონაწილეობს აკადემიური ქულების მინიჭებაში.

მენტორინგი ეფუძნება დიალოგს და მოიცავს სტუდენტის მხარდაჭერას მიზნების დასახვასა და პროფესიულ განვითარებაში.

შეხვედრები ტარდება მოქნილ ფორმატში (პირისპირ ან ონლაინ), რეკომენდებულია თვეში 1-2 შეხვედრა.

რატომ უნდა ჩაერთოთ?

მენტორობა გთავაზობთ:

  • პროფესიული როლის გაფართოებას;
  • პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში ჩართულობას დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთვის გარეშე.

მენტორები გაივლიან Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში შემუშავებულ მოკლე ტრენინგს.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: mentoring@gtu.ge.

სიახლეებში დაბრუნება