23 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
Erasmus+ გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ღონისძიება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის,
PROMENT-ის ფარგლებში, სტუ-ის
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ინიციატივითა და ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი პირველია, სადაც Erasmus+ პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის ტუტორმა მიზანმიმართული საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, გიორგი სულაშვილმა გახსნა. მან სტუდენტების საერთაშორისო მობილობის პროცესში ფაკულტეტის მხარდაჭერასა და მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტმა, ტუტორმა - ირინკა ერქომაიშვილმა სტუდენტებს Erasmus+ მობილობაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მან დეტალურად მიმოიხილა მობილობის ეტაპები და იმ აკადემიურ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიიღო.
შეხვედრამ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. აუდიტორიის აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო მსგავსი ღონისძიებების საჭიროება, რის გამოც სტუდენტებმა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების რეგულარულად ჩატარების სურვილი, მომავალშიც გამოთქვეს.