განათლების საერთაშორისო გამოფენა

განათლების საერთაშორისო გამოფენა

 

განათლების საერთაშორისო გამოფენა

20-10-2025
განათლების საერთაშორისო გამოფენა
26 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმროში - Holiday Inn Tbilisi (26 მაისის მოედანი #1), იმ სტუდენტებისთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლით არის დაინტერესებული, განათლების საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა. 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ სტუდენტებს შესთავაზებენ გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრებს, გააცნობენ სტიპენდიებისა და გრანტების მიღების შესაძლებლობებს. 

აღნიშნული გამოფენა დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ყველა საინტერესო კითხვაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია - Edu-Guide.Ge.

ღონისძიებაზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა, აუცილებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

სიახლეებში დაბრუნება