ვის დაენიშნება სახელმწიფო სტიპენდია?!

ვის დაენიშნება სახელმწიფო სტიპენდია?!

 

ვის დაენიშნება სახელმწიფო სტიპენდია?!

23-12-2025
ვის დაენიშნება სახელმწიფო სტიპენდია?!
პროგრამა - ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, წარმატებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს  სახელმწიფო სტიპენდია მიიღოს. 

სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 300 ლარს და გაიცემა სემესტრულად. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ. 

სტიპენდია გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკრედიტებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ და ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულ აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის სწავლების II, III და IV წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტებზე, რომლებსაც სწავლების წინა სემესტრში ათვისებული აქვთ არანაკლებ 25 კრედიტისა.  

ინფორმაცია ბაკალავრიატის სტუდენტათვის სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის წესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები.

სიახლეებში დაბრუნება