„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ - სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში

„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ - სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში

 

„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ - სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში

06-11-2025
„ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ - სემინარების ახალი ციკლი სტუ-ში
3-5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით, შიდა საუნივერსიტეტო სემინარების ახალი ციკლი ჩატარდა. სემინარს  თემაზე - „ABET აკრედიტაციის სტანდარტები და გამოწვევები“ საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე ხელმძღვანელობდა. 

სემინარების მიზანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ABET აკრედიტაციის კონცეფციის, აკრედიტაციის პროცესის, სტანდარტებისა და მიღების პროცედურების შესახებ.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თემები, როგორიცაა:

  • ABET სტანდარტები და მათი მიღების პროცედურები;
  • საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის სპეციფიკა;
  • ABET თვითშეფასების ანგარიშის (Self-Study Report) სტრუქტურა და მომზადების ეტაპები;
  • სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები ABET-ის კრიტერიუმების შესაბამისად;
  • პროგრამის სწავლის შედეგების რუბრიკებით შეფასების ეფექტურობა;
  • დოკუმენტაციის ორგანიზება და წარდგენა ABET-ის შემფასებელთა გუნდისთვის;
  • მომზადება ABET-ის შეფასების ვიზიტისთვის და სხვა აქტუალური საკითხები.

ყოველწლიური სემინარების ციკლი ხელს უწყობს უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების ჩართულობას საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესებში და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინოვაციური ხედვების განხორციელებაში.

სიახლეებში დაბრუნება