ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება

 

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება

21-10-2025
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 12 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად  არჩევნები 2025 წლის  12 დეკემბერს ჩატარდება - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის საბჭოს  წევრებმა 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე  მიიღეს.

დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით,  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის  12 დეკემბერს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ  2025 წლის 21 ნოემბრიდან 05 დეკემბრის  ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში - თბილისი, კოსტავას -77, მე-6 კორპ. მე-7 სართული, ოთახი № 715ა. განცხადებები მიიღება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 დეკემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). 

პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” - ნათქვამია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს  განცხადებაში. 

სიახლეებში დაბრუნება