საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და გამორჩეული თანამშრომლის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერის - ელიკო ოხანაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოხანაშვილების ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებსა და ახლობლებს.
„ქალბატონი ელიკო ოხანაშვილი თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში თავდაუზოგავად და ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მან სრულიად ახალგაზრდამ, 1964 წელს შემოაბიჯა მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მას შემდეგ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება ჩვენს ალმა-მატერს დაუკავშირა; გამოირჩეოდა სითბოთი და სიყვარულით კოლეგების მიმართ, განუზომელი ერთგულებით ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს, ხოლო 1978-დან 2021 წლის ჩათვლით უდიდესი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიას. მისი საქმიანობა, პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან.
ქალბატონი ელიკო იყო უაღრესად გულისხმიერი, მშვიდი, კეთილგანწყობილი და გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც 57 წლის მანძილზე, ყოველდღიური და თავდაუზოგავი რუტინითა და გულისხმიერებით მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა დიდი საუნივერსიტეტო ოჯახის ღირსეული ისტორიის შექმნაში. სწორედ მისი გამორჩეული ღვაწლი და დამსახურება აღინიშნა უნივერსიტეტის საპატიო და უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, რომელიც ქალბატონ ელიკოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გადავეცით.
ელიკო ოხანაშვილის ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. გულით ვუსამძიმრებთ ოხანაშვილების ოჯახს, ქალბატონი ელიკოს ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.