სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს

 

სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს

19-09-2025
სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ მსმენელთა მიღებას იწყებს
11 ოქტომბრიდან, სტუ-ის „მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია“ საჯარო სკოლის მოსწავლეების მიღებას იწყებს. აკდემიის მიზანია, სკოლის მოსწავლეს დაეხმაროს იპოვოს გზა საკუთარი თავისკენ, ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისკენ. ახალგაზრდებს ასწავლის გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს. 

აკადემიის მსმენელებს უტარდებათ ლექცია-სემინარები თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ.

ეძლევათ საკითხავები ქართული ლიტერატურის საგანძურიდან; ეცნობიან და ქმნიან სამეცნიერო ფანტასტიკურ პროექტებს. აკადემიაში ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრების შემდეგ. 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

სიახლეებში დაბრუნება