გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2025 წლის 10 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად , გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2025 წლის 18 სექტემბერს 10 საათზე, სტუ-ის1 კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრუ-1, მე6 სართული, კოსტავას ქ. 68)
უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 22 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე;
გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან შესაბამის ფაკულტეტებზე ჩატარდება 2025 წლის 24 სექტემბერს, 10:00 საათიდან;
გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი - ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2025 წლის 25 სექტემბერს;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2025 წლის 25 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 16:00 საათამდე;
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2025 წლის 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, (კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.