„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები, გვყავს 141, მათ შორის, ბაკალავრი - 95, მაგისტრი - 41 და 5 დოქტორანტი, კურსდამთავრებული. 2024/2025 სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, - ამის შესახებ ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ენერგეტიკის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს. კერძოდ, განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა 3 სალექციო აუდიტორია. ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის დეპარტამენტში საბაკალავრო პროგრამისთვის - "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია", მოეწყო ელექტრომაგნეტიზმის ახალი ლაბორატორია.
როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის ახლად არჩეული დეკანმა აღნიშნა, ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება იმ ფონზე, როცა სახეზეა გლობალური კლიმატური გამოწვევები და როცა მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება.
ქეთევან ქუთათელაძის თქმით, ამ საკვანძო საკითხების გადაჭრაში დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს მიუძღვის, იმედანად, რამდენადაც ფაკულტეტი უკვე 103 წელია წარმატებით ასრულებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები.
„ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანად არჩევა ჩემთვის არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ პასუხისმგებლობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად უნივერსიტეტის წინაშე. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილს მიმართ, რომლის ხელმძღვანელობით და, რაც მთავარია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ფაკულტეტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც სასწავლო პროცესის, ისე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, სტუდენტებს, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და გამოხატული ნდობისთვის. ჩემი, როგორც ახლად არჩეული დეკანის ხედვა ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს: