სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

 

სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

20-11-2023
სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა ვასიკო ფირუზაშვილმა, ირაკლი ღვინიანიძემ, ანი სირბილაძემ, სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებმა და კლუბის წევრებმა, გაცვალეს ინფორმაცია „EventyAp“ აპლიკაციის შესახებ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა „EventyAp“ არის ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის ღონსძიებებთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცდილებას. აპლიკაცია მომხმარებლებს და ორგანიზატორებს სთავაზობს დინამიურ და ჩამთრევ პროცესს ბილეთების შერჩევის მომენტიდან ღონისძიებაზე მიღებული ემოციების გაზიარებამდე.   ნებისმიერი ღონისძიების გვერდზე, ერთ სივრცეში გამოცდილების გაზიარების მიზნით,  „EventyAp“-ში შესაძლებელია აიტვირთოს მოკლე ფორმატის ვიდეო.

„საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, სტუ-ს, მიეცა ოფიციალური ნებართვა ჩამოაყალიბოს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი. კლუბი ჩამოყალიბდა საბაკალავრო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტების ომარ ჰოსსამისა და ფარნავაზ ტყემალაძის ინიციატივით. Google დეველოპერთა სტუდენტური კლუბმა (GDSC), უკვე მეორე შეხვედრა, პირველი - საინფორმაციო, მეორე კი პროფესიული კუთხით, გამართეს. შეხვედრის მთავარი სპიკერი იყო სწავლების (ML) ექსპერტი, ანზორ გოზალიშვილი. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებს. მნიშვენლოვანია, რომ კომპანია EventyApp-ი გაფართოვებას გეგმავს და ვაკანსიებს აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უნივერსიტეტს შესაბამისი მემორანდუმი აქვს გაფორმებული კომპანიასთან. სტუტენტებს შორის საკმაოდ ძლიერი უკუკავშირი შედგა, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და წამოიჭრა ინიციატივები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პარტნიორებს“, - აცხადებს პროფესორი თამარ ლომინაძე.

შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბის სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიება გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის Solution Challenge-ის ჰაკათონისათვის მზადებაა. ასევე,  სტუდენტებმა ისაუბრეს მომავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, როგორიცაა, „რობოტების  ბრძოლა“, რომელიც „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენური სახელოსნოს ორგანიზებით ტარდება, დაიგეგმა EventApp-ის დამფუძნებლებთან  შემდგომი თანამშრომლობა.

 

 

 


სიახლეებში დაბრუნება