საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის ივნის-ივლისში იგეგმება ატესტაცია, დასაქმებულების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მუშაკის (დასაქმებულის) მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დასადგენად;
ატესტაცია ტარდება “საქართველოს შრომის კოდექსის“, კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“, სტუ-ის “წესდებისა“, სტუ-ის სხვა აქტების და მუშაკსა და სტუ-ს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების (დანიშვნის ბრძანების) მოთხოვნათა შესაბამისად.
ატესტაციის განხორციელების პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) არადისკრიმინაციულობა; დ) საჯაროობა; ე) კოლეგიურობა; ვ) კორექტულობა.
კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მუშაკის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დასადგენად, მუშაკს მოეთხოვება საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, უნივერსიტეტის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, კანცლერი) მიღებული სავალდებულო აქტებით (რაც აუცილებელია კონკრეტული მუშაკის სამსახურებრივი ვალდებულების შესასრულებლად) დადგენილი ვალდებულებების შესახებ ცოდნა;
მუშაკი ვალდებულია გამოცხადდეს სტუ-ის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ საატესტაციო კომისიის სხდომაზე დადგენილ დროს და ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობისა და კორექტულობის პრინციპების დაცვით გაიაროს გასაუბრება საატესტაციო კომისიასთან და ტესტირება კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.
დღეისთვის, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში ტესტირების თარიღი სტრუქტურული ერთეულებისთვის შემდეგია: