საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით და ფაკულტეტების ჩართულობით, 2025 წლის 19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტში იგეგმება "დასაქმების კვირეული-2025".
კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას და კარიერულ განვითარებას.
კვირეულში მონაწილეობს 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია.
„დასაქმების კვირეული-2025“ დღის წესრიგი:
19 მაისი (12-14 სთ) პირველი კორპუსი მის. თბილისი მერაბ კოსტავას N 68.
- სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
- არქიტექტურა, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
- მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა
20 მაისი (12-14 სთ) მე-6 კორპუსი მის. თბილისი მერაბ კოსტავას N77.
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
- საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
21 მაისი (12-14 სთ) მე-11 კორპუსი მის. თბილისი გურამიშვილის N 17.
- აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
22 მაისი (12-14სთ) მე-3 კორპუსი მის. მერაბ კოსტავას N 77.
- სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის მეტალურგიის ფაკულტეტი
23 მაისი (11- 12სთ) სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი.
ნ. ნიკოლაძის დარბაზი, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთად შედეგების შეჯამება.