სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

 

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

21-03-2025
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ფაკულტეტზე მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს და ლაბორანტებს მადლობის სიგელები გადასცა.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ღონისძიების გახსნისას განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტი გამოხატავს ღრმა პატივისცემას იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებას და ყოველწლიურად აჯილდოვებს პროფესორ-მასწავლებლებსა და ლაბორანტებს. 

Untitled design (13).png

„დღევანდელი დღე მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის – ეს არის გულწრფელი პატივისცემა იმ მრავალწლიანი ღვაწლისა, რომელიც თქვენ დაუთმეთ მეცნიერების განვითარებას, კვლევებს და მომავალი თაობების განათლებას. თქვენი დაუღალავი შრომა ცოდნის საზღვრების გაფართოებისა და სტუდენტებში კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებისთვის არა მხოლოდ მათ კარიერას, არამედ, ასევე ემსახურება ქიმიისა და მეტალურგიის სფეროს განვითარებას.

თქვენ მეცნიერების წინსვლას შეუწყეთ ხელი, კომპლექსური პრობლემების გადაჭრასა და საზოგადოებისთვის სასიკეთო მიღწევების შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეთ. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა კი მრავალი ახალგაზრდა მეცნიერის გზამკვლევი გახდა, შთააგონეთ ისინი ცოდნის გაღრმავებასა და ინოვაციების შექმნაში. სწორედ თქვენი თავდადების წყალობით, ჩვენი ფაკულტეტი აგრძელებს პროგრესისა და აკადემიური ტრადიციების შენარჩუნებას.

სიგელები, რომლებსაც დღეს გადმოგცემთ, მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა იმ უდიდესი ღვაწლის დაფასებისა, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. არც ერთი ჯილდო არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გამოხატოს ჩვენი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ სტუდენტებში, რომლებსაც ასწავლეთ, იმ აღმოჩენებში, რომლებიც თქვენ შეიტანეთ მეცნიერებაში, და იმ შთაგონებაში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“, - აღნიშნა დეკანმა ღონისძიების გახსნისას. 

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცა 16 პროფესორ-მასწავლებელსა და ლაბორანტს: შალვა ანდღულაძეს, ლეილა გვერდწითელს, ციცო ომიაძეს, მანონი ბაბაშვილს, ზიზი სვანიძეს, გივი ლოლაძეს, სლავა მებონიას, ჟუჟუნა პეტრიაშვილს, თეიმურაზ ჭეიშვილს, როზა ხუციშვილს, ვალერიანე ახვლედიანს, თენგიზ ლომაიას, გურამ დადიანიძეს, ლედი ბერეჟიანს, გიორგი მჭედლიშვილს და კონსტანტინე ხახანაშვილს.

სიახლეებში დაბრუნება